weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ევროკავშირმა ყირიმის ანექსიის გამო დაწესებული სანქციები გაახანგრძლივა

16:13 სამშაბათი, 14 მარტი 2017

ევროკავშირმა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის გამო დაწესებული სანქციების ვადა გაახანგრძლივა, რაც 150 პირისა და 37 ორგანიზაციის წინააღმდეგაა მიმართული.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩები 13 მარტს შეთანხმდნენ, რომ კიდევ გაგრძელდება სანქციები, რომელთა მოქმედების ვადაც 15 მარტს უნდა ამოწურულიყო.

ევროკავშირმა 2014 წელს შემოიღო ზომები, რომლებიც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისათვის პასუხისმგებელი პირებისა და კომპანიების საბანკო ანგარიშების გაყინვასა და ევროკავშირის ვიზებზე უარს ითვალისწინებს.

სანქცირებულებს შორის არიან რუსეთის ვიცე-პრემიერი დმიტრი როგოზინი, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი და კრემლის მთავარ პროპაგანდისტად მიჩნეული ჟურნალისტი დმიტრი კისელიოვი. ამავდროულად, რუსეთის ენერგეტიკის, სამხედრო და საფინანსო სექტორების წინააღმდეგე ვროკავშირის მიერ ცალკე ეკონომიკური სანქციებია დაწესებული, რომელთა მოქმედების მიმდინარე ვადა ივნისში იწურება.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]