weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

უკრაინაში დასაბრუნებლად ვიბრძოლებ - მიხეილ სააკაშვილი

10:09 ხუთშაბათი, 27 ივლისი 2017

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინაში დაბრუნების კანონიერი უფლებისთვის იბრძოლებს. მისი თქმით, ეცდებიან აიძულონ, რომ სხვა ქვეყანაში ლტოლვილის სტატუსი მიიღოს, რაც სააკაშვილის თქმით, არ მოხდება. „სხვაგან არსად დავრჩები და სტატუს არ შევიცვლი“, - აცხადებს ის სოცილური ქსელით გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში.

სააკაშვილის თქმით, მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი მაშინ გადაწყდა, როდესაც პეტრო პოროშენკო საქართველოში იმყოფებოდა.

„პოროშენკო საქართველოში არ ჩასულა ორ ქვეყანას შორის კავშირების დასამყარებლად, არამედ ჩავიდა ამჯერად ორ ოლიგარქიულ რეჟიმს - უკრაინელ პოროშენკოსა და „გაზპრომის“ უმსხვილეს აქციონერს, პრორუს ივანიშვილს შორის შეთანხმების გასაფორმებლად“, - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

მისივე თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ მის წინააღმდეგ ახალი სამხილები მიიღო. „მას შემდეგ, რაც უკრაინის მოქალაქე გავხდი, საქართველოში ჩემ წინააღმდეგ ახალი საქმე არ აღძრულა. იმ გაყალბებულ საქმეებს რაც აღძრულია, იმ ბრალდებებს არავინ აღიარებს საქართველოს გარდა. ორი დღის წინ ამ პრეზიდენტმა, ვიზეც ერთ დროს მეიდანმა იმედები დაამყარა, შეცვალა მოქალაქეობის მიმნიჭებელი კომიტეტის შემადგენლობა. 24 ივლისს მან ახალი ხალხი დანიშნა იმისთვის, რომ ჰყავდეს სრულიად მორჩილი კომიტეტი, რომელიც მის ყველა ახირებას დათანხმდება“, - აღნიშნავს სააკაშვილი.

მისი თქმით, პოროშენკომ და მისმა მთავრობამ მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევით ხელი მოაწერეს გარდაუვალ მარცხს.

„ჩემთვის მოქალაქეობა არ არის ცარიელი კონცეფცია. ყოველდღე, როცა უკრაინის მოქალაქის პასპორტი მქონდა, ვმუშაობდი, რომ უკრაინა წარმატებული და ევროპული სუპერსახელმწიფო გამხდარიყო, რაზეც ჩემი საქართველოს ბედიც არის დამოკიდებული. მე უფრო ვარ უკრაინელი, ვიდრე ამჟამინდელი დეპუტატები. მე მიყვარს უკრაინა მთელი გულით და გავაგრძელებ ბრძოლას აქ, ჩვენს უკრაინაში ყველანაირი დაბრკოლების მიუხედავად“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს 2015 წელს მინიჭებული უკრაინის მოქალაქეობა პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს განკარგულებით გუშინ ჩამოერთვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]