weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

მაიკ პენსი - ბალტიის ქვეყნებისთვის რუსეთის აგრესიაზე დიდი საფრთხე არ არსებობს

16:14 ორშაბათი, 31 ივლისი 2017
მაიკ პენსი ესტონეთის, ლატვიის და ლიტვის პრეზიდენტებთან ერთად მაიკ პენსი ესტონეთის, ლატვიის და ლიტვის პრეზიდენტებთან ერთად

ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა ტალინში, ესტონეთის ლიდერებთან, ლატვიისა და ლიტვის პრეზიდენტებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ბალტიის ქვეყნებისთვის ყველაზე დიდი საფრთხე არაპროგნოზირებადი რუსეთის მხრიდან აგრესიაა. მისივე თქმით, ახლა ერთიანი და ძლიერი NATO უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. 

„რუსეთი აგრძელებს საერთაშორისო საზღვრების ძალის გამოყენებით გადაკეთებას, რაც ძირს უთხრის სუვერენული სახელმწიფოების დემოკრატიას და ერთმანეთის წინააღმდეგ განწყობით ევროპის თავისუფალ ერებს ყოფს. ამერიკის შეერთებული შტატები, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით, უარყოფს ძალის, მუქარის, დაშინების და არამეგობრული გავლენების გამოყენების ნებისმიერ მცდელობას როგორც ბალტიის ქვეყნებში, ისე ჩვენს მოკავშირე სხვა სახელმწიფოებში“, - განაცხადა მაიკ პენსმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ს რუსეთთან უკეთესი ურთიერთობის იმედი გვაქვს, მაგრამ არ აპირებს შეცვალოს თავისი საგარეოპოლიტიკური პრიორიტეტები მოსკოვის მოქმედებების გამო.

„აშშ, დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით, მტკიცედ უჭერს მხარს NATO-ს წესდების მეხუთე მუხლს, რომლის თანახმად, ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმა ყველა მოკავშირეზე თავდასხმას ნიშნავს“, - აღნიშნა პენსმა.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი ესტონეთში დასრულდა. დღეს საღამოს ის თბილისს ეწვევა, სადაც პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება. მაიკ პენსი საქართველოში NATO-ს საწვრთნელ ცენტრს მოინახულებს.

საქართველოდან აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მონტენეგროში გაემგზავრება, რომელიც ახლახანს გახდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]