weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

თურქეთში ტერორიზმის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს

16:43 ხუთშაბათი, 10 აგვისტო 2017

თურქეთში ტერორიზმის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს. თურქული მედიის ინფორმაციით, დაკავებული ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ წევრია და ის ამერიკულ სამხედრო თვითმფრინავზე თავდასხმას ამზადებდა.

როგორც ირკვევა, რუსეთის მოქალაქე ინჯირლიკის ამერიკულ ავიაბაზაზე ერთ-ერთი თვითმფრინავის აფეთქებას აპირებდა. რუსეთის საელჩოში აცხადებენ, რომ სიტუაციას სწავლობენ.

დანაშაულში ეჭვმიტანილი თურქეთში წარსულშიც დააკავეს. ის სირიის მოსაზღვრე ქილისის პროვინციაში უკანონოდ მოხვედრას ცდილობდა, თუმცა დააკავეს და მისი დეპორტაცია მოახდინეს.

ინჯირლიკის ავიაბაზა თურქეთის სამხრეთით მდებარეობს. მას თურქულ მხარესთან შეთანხმებით აშშ იყენებს. ბაზაზე განთავსებული თვითმფრინავები სირიასა და ერაყში ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ საჰაერო ოპერაციებში მონაწილეობენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]