weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

საფრანგეთში პოლიციელებზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ალჟირელი მამაკაცი დააკავეს

15:43 პარასკევი, 11 აგვისტო 2017

საფრანგეთის პოლიციის მიერ დაკავებული 36 წლის მამაკაცი, რომელიც ეჭვმიტანილია პარიზის გარეუბანში პოლიციის სპეცრაზმელებზე თავდასხმაში, ეროვნებით ალჟირელი, სახელად ჰამუ ბაშირ ბენლატრეში აღმოჩნდა.

ეჭვმიტანილი პოლიციელებთან ურთიერთსროლისას დაიჭრა და იგი 9 აგვისტოს საღამოს პარიზიდან ჩრდილოეთ საფრანგეთის მიმართულებით ავტოტრასაზე დააკავეს მას შემდეგ, რაც პარიზის გარეუბან ლევალუა-პერეში ავტომანქანა „ბე-ემ-ვე“-თი დაეჯახა ჯარისკაცების ჯგუფს, რის შედეგადაც დაშავდა ექვსი სამხედრო მოსამსახურე, მათგან ორი - მძიმედ.

საფრანგეთში, სადაც საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული 2015 წლის ნოემბრიდან, ძალოვანი სტრუქტურების წევრებზე ბოლო პერიოდში რამდენიმე თავდასხმა მოეწყო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]