ოქტომბერი 23, 2017
weather cur airplane horoscope tv

პლანეტის უხუცესი ადამიანი 113 წლის ასაკში გარდაიცვალა

15:51 - 12 აგვისტო 2017 hits 244

მსოფლიოს ყველაზე ასაკოვანი ადამიანი, ისრაელის ქალაქ ჰაიფაში მცხოვრები ისრაელ კრისტალი 113 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჰოლოკოსტს გადარჩენილი გინესის რეკორდსმენი მამაკაცი ერთ თვეში 114 წლის გახდებოდა. მისი ოჯახის წევრების თქმით, იგი ხუთშაბათს გახდა ავად და გარდაიცვალა.

ისრაელ კრისტალი, იგივე იზრაელ იცეკ კრიშტალი 1903 წელს პოლონეთის სოფელ ჟარნუვის მახლობლად, რელიგიური სწავლულის ოჯახში დაიბადა. პირველი მსოფლიო ომის დროს კრისტალმა დედ-მამა დაკარგა, შემდეგ კი ქალაქ ლოძში გადავიდა საცხოვრებლად, რის შემდეგაც ფაშისტური გერმანიის მიერ პოლონეთის ანექსიისას, ლოძის გეტოში მოხვდა. საკონცენტრაციო ბანაკში ისრაელ კრისტალს ორი შვილი დაეღუპა, ის და მისი ცოლი 1944 წელს აუშვიცში გადაიყვანეს, სადაც მისი მეუღლე დაიღუპა. როდესაც საბჭოთა არმიამ აუშვიცი დაიკავა და ისრაელ კრისტალი გაათავისუფლა, იგი მხოლოდ 37 კგ-ს იწონიდა.

ისრაელ კრისტალი 1947 წელს მეორედ დაქორწინდა და 1950 წელს ისრაელში საცხოვრებლად ცოლთან და ვაჟთან ერთად გადავიდა. იგი გინესის რეკორდების წიგნში 2016 წლის მარტში მოხვდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: paata.ick@gmail.com

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

საქართველო, გურჯაანი, ნონეშვილის ქუჩა N1

16 100

reginfo.ge@gmail.com