აგვისტო 19, 2017
weather cur airplane horoscope tv

სოციალურ ქსელში პოპულარულ იტალიელ ჯანლუკა ვაკის 10 მილიონი ევროს ვალი დაუგროვდა

23:25 - 12 აგვისტო 2017 hits 651

იტალიელ მილიონერს, 50 წლის ჯანლუკა ვაკის, რომელიც პოპულარული ინსტაგრამზე გამოქვეყნებული ცეკვების წყალობით გახდა და 11 მილიონი გამომწერი მოაგროვა, შესაძლოა დიდი პრობლემები შეექმნას. მას 10.5 მილიონი ევროს ოდენობით ვალი დაუგროვდა.

"ბი ბი სის" ინფორმაციით, 10 აგვისტოს, იტალიურმა ბანკმა ჯანლუკა ვაკის ქონება დააყადაღა. მან უკვე დაკარგა რამდენიმე ვილა, იახტა და საკუთარი წილი გოლფ კლუბში. ამ ქონებით იყო უზრუნველყოფილი მისი ათმილიონიანი კრედიტი, რომელიც 2008 წელს აიღო.

ახალ ამბავს სოციალურ ქსელში ირონიით შეხვდნენ. Facebook-ში შექმნა გვერდი, რომლითაც იტალიელები ჯანლუკას სამსახურის მოძებნაში "ეხმარებიან". თავად ჯანლუკა ოპტიმისტურად არის განწყობილი და ამბობს, რომ "მხოლოდ პატარა ვალი აქვს".

ცნობისთვის, 2017 წელს ჯანლუკა ვაკი მეუღლესთან ერთად "საქართველოს ბანკის" ტრადიციულ საახალწლო ვიდეოშიც მონაწილეობდა.

Reginfo

„რეგინფო“ ახალი ამბების დამოუკიდებელი ონლაინგამოცემაა, რომელიც შეიქმნა კახეთის საინფორმაციო ცენტრის (ick.ge) ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

საქართველო, გურჯაანი, ნონეშვილის ქუჩა N1

16 100

reginfo.ge@gmail.com