weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ინდოეთის შტატში ძროხის მოკვლა სამუდამო პატიმრობით დაისჯება

14:06 შაბათი, 01 აპრილი 2017

ინდოეთის შტატ გუჯარათში, ადგილობრივ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, ძროხის მოკვლა სამუდამო პატიმრობით დაისჯება, საქონლის ხორცის ტრანსპორტირებაში ბრალდებულისთვის კი 10-წლიანი პატიმრობაა გათვალისწინებული.

ინდუიზმის თანახმად, ძროხა წმინდა ცხოველია და მისი მოკვლა ინდოეთის არაერთ შტატში დასჯადია. თუმცა, გუჯარათის შტატის კანონი ამ მხრივ ყველაზე მკაცრია, რადგან პატიმრობის გარდა, ძროხის მოკვლისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 100 ათასი რუპიის ოდენობით. 

„ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, შტატის მთავარმა მინისტრმა ჟურნალისტებს განუმარტა, რომ ძროხა ინდური კულტურის სიმბოლოა და კანონში ცვლილება ხალხის თანხმობით შევიდა.

ახალი კანონი მას შემდეგ ამოქმედდება, რაც მას შტატის მმართველი მოიწონებს.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]