weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

თალიბანის მიერ ჰელმანდში განხორციელებულ აფეთქებას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

12:57 ხუთშაბათი, 24 აგვისტო 2017

ავღანეთის სამხრეთ პროვინცია ჰელმანდში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებულ აფეთქებას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, სულ ცოტა 38 ადამიანი კი დაიჭრა. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება თალიბანმა აიღო.

ჰელმანდის გუბერნატორის პრესმდივნის ცნობით, თვითმკვლელმა ტერორისტმა ქალაქ ლაშქარ-გაჰში დანაღმული ავტომანქანა პოლიციის შტაბბინის ავტოსადგომზე ააფეთქა. ოფიციალური ინფორმაციით, დაღუპულებს შორის ბავშვები და ქალებიც არიან.

აფეთქებამდე წინა დღით აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ ამერიკელი სამხედროები განაგრძობენ ავღანეთში ბრძოლას ექსტრემისტებზე გამარჯვების მოსაპოვებლად. ცნობილია, რომ თალიბანს ჰელმანდის პროვინციაში ძლიერი პოზიცია აქვს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]