weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

აშშ-მა ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების წინააღმდეგ სანქციები დააწესა 

10:27 სამშაბათი, 22 თებერვალი 2022

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის მიერ ცნობილი ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების წინააღმდეგ სანქციები დააწესა. შესაბამის ბრძანებას ხელი პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოაწერა. 

სანქციები აშშ-ს წარმომადგენლებს, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი, უკრძალავს ახალი ინვესტიციების განხორციელებას და ფინანსურ საქმიანობას უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში, ასევე, ამ ტერიტორიებიდან შეერთებულ შტატებში ნებისმიერი საქონლის, მომსახურების ან ტექნოლოგიების პირდპირ თუ ირიბ იმპორტს. აკრძალულია აშშ-დან ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. რესპუბლიკებში საქონლის, მომსახურების ან ტექნოლოგიების პირდაპირი თუ იქიბი ექსპორტიც. 

ბაიდენის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში ნათქვამია, რომ რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება ეწინააღმდეგება მის მიერ მინსკის შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებებს, „დამატებით საფრთხეს უქმნის უკრაინის მშვიდობას, სტაბილურობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და, შესაბამისად, უკიდურეს საფრთხეს წარმოადგენს აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკისთვის“.

ბრძანება ასევე ითვალისწინებს სანქციების დაწესებას თანამდებობის პირებისთვის, რომლებიც მუშაობენ უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში პუტინის მიერ მათი აღიარების დღისთვის. 

„შეერთებული შტატები არ დააყოვნებს გამოიყენოს თავისი უფლებამოსილება მათ მიმართ, ვინც მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ძირის გამოთხრას“, – განაცხადეს თეთრ სახლში. 

მათივე ინფორმაციით, ჯო ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა და მკაცრად დაგმო რუსეთის პრეზიდენტის გუშინდელი გადაწყვეტილება ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებულობის აღიარების შესახებ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]