ნოემბერი 24, 2017
weather cur airplane horoscope tv

ოქროს უკანონო მომპოვებლებმა ამაზონის ტომის წევრები დახოცეს

12:27 - 14 სექტემბერი 2017 hits 558

ბრაზილიელი პროკურორები აქტიურად იძიებენ გავრცელებულ ცნობებს იმასთან დაკავშირებით, რომ ოქროს უკანონო მომპოვებლებმა ბრაზილიაში, ამაზონასის შტატის ტყეებში განცალკევებით მცხოვრები უკონტაქტო ტომის 10 წევრი მოკლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა გასულ თვეს დასავლეთ ბრაზილიაში, მდინარე ჟანდიატუბას ნაპირებზე მოხდა და შესაძლოა, მის შესახებ დანარჩენ მსოფლიოს ვეღარასოდეს შეეტყო, რომ არა ახლომდებარე ქალაქის მაცხოვრებლები, რომლებთანაც მაღაროელებმა თავიანთი საქციელით იტრაბახეს, თუ როგორ დაანაწევრეს ტომელების სხეულები და წყალში გადაყარეს. უცნობია, მიაგნებენ თუ არა სამართალდამცავები საკმარის მტკიცებულებებს დანაშაულის გასახსნელად, თუმცა არსებობს აუდიოჩანაწერი, რომელშიც კარგად ისმის, თუ როგორ ტრაბახობენ მკვლელები თავიანთი ჩადენილი დანაშაულით. გავრცელებული ინფორმაციით, მაღაროელებმა მსხვერპლთა ხელსაწყოები და ძვირფასი ნივთებიც შეაგროვეს, რამაც შესაძლოა საქმის გახსნა გაამარტივოს. ოქროს ორივე მომპოვებელი დააკავეს და მოწმის სახით დასაკითხად ქალაქ ტაბატინგაში გადაიყვანეს. ცნობილია, რომ ინციდენტის შედეგად მოკლულია მთლიანი ტომის დაახლოებით ერთი-მეხუთედი, მათ შორის - ქალები და ბავშვები.

აღნიშნულ ტომს „ფლეშეირას“ ანუ ისრის მსროლელებს ეძახიან. ამაზონის ის რეგიონი, სადაც გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული ხოცვა-ჟლეტა მოხდა, ჟავარის ხეობის სახელითაა ცნობილი და მდებარეობს პერუს, ბრაზილიისა და ბოლივიის საზღვარზე. მიჩნეულია, რომ მთელი პლანეტის მასშტაბით, ამ ზონაში ყველაზე მეტი უკონტაქტო ტომი სახლობს - დაახლოებით 20 იზოლირებული ჯგუფი, რომელიც 2000-მდე ადამიანს ითვლის.

ცნობილია, რომ ამ რეგიონის ისტორიაში უკანონო მაღაროელთა მხრიდან ადგილობრივებზე ძალადობა არაერთხელ დაფიქსირებულა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი