weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

დონალდ ტრამპმა კიმ ჩენ ინს „დაბალი“ და „მსუქანი“ უწოდა

17:35 კვირა, 12 ნოემბერი 2017

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს „დაბალი“ და „მსუქანი“ უწოდა. ამგვარად 71 წლის ტრამპმა კიმ ჩენ ინს უპასუხა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი „მოხუცია“.

„კიმ ჩენ ინი რატომ მაყენებს შეურაცხყოფას „მოხუცის“ დაძახებით? მე ხომ მისთვის არასოდეს მიწოდებია „დაბალი“ და „მსუქანი“? მე ხომ ძალიან ვცდილობ მისი მეგობარი გავხდე - და შესაძლოა ერთ დღეს ეს ასეც მოხდეს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აზიური ტურნეს ფარგლებში დონალდ ტრამპი ხუთ ქვეყანაში იმყოფებოდა. მან ვიეტნამის პრეზიდენტ ჩან დაი კუანგს შესთავაზა დახმარება ჩინეთთან და სამხრეთ ჩინეთის ზღვის რეგიონის სხვა სახელმწიფოებთან ტერიტორიული კონფლიქტის გადაჭრაში. როგორც ტრამპმა აღნიშნა, ის ძალიან კარგი შუამავალი და არბიტრია.

აშშ-ის პრეზიდენტის ტურნე ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა „ომის გამჩაღებლის ვიზიტად“ შეაფასა და დონალდ ტრამპს  „ბებერი“ უწოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]