ნოემბერი 24, 2017
weather cur airplane horoscope tv

ირანში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 340-ს მიაღწია

17:19 - 13 ნოემბერი 2017 hits 96

ირანში, ერაყის საზღვართან ახლოს მდებარე ქერმანშაჰის პროვინციაში 7.3 მაგნიტუდის მიწისძვრას დიდი მსხვერპლი მოჰყვა. 12 ნოემბერს, საღამოს მომხდარ დამანგრეველი მიწისძვრისას დაღუპულთა რაოდენობა 340-მდე გაიზარდა. ოფიციალური მონაცემებით, დაშავებულია 2500-ზე მეტი ადამიანი.

სტიქიის ზონაში, სადაც სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს, დანგრეულია საცხოვრებელი სახლები და სხვა შენობები, შეწყვეტილია ენერგომომარაგება.

ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები ასევე იგრძნობოდა ერაყში, კერძოდ ერბილის, ჰალაბჯას და დოხუკის პროვინციებშიც, სადაც ძირითადად ქურთები ცხოვრობენ. ერაყის ხელისუფლების ინფორმაციით, ქვეყანაში დაიღუპა სულ მცირე 7 და დაშავდა 300-ზე მეტი ადამიანი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი