weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ირან-ერაყის საზღვარზე მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 400-ს გადააჭარბა

14:47 სამშაბათი, 14 ნოემბერი 2017

ირანისა და ერაყის სასაზღვრო რეგიონში 12 ნოემბერს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა ორივე ქვეყანაში 400-ს გადააჭარბა. მაშველები და მოხალისეები ნანგრევებში მოყოლილი გადარჩენილების პოვნას ამ დრომდე ცდილობენ.

მსხვერპლის უმრავლესობა ირანში მდებარე ქერმანშაჰის პროვინციაზე მოდის, სადაც ირანის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაიღუპა 407 და დაშავდა 6700-მდე ადამიანი. ხოლო ერაყში, ოფიციალური პირების ცნობით, დაიღუპა, სულ ცოტა 7 ადამიანი და დაშავდა 530-ზე მეტი. ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ინფორმაციით, მთელი მსხვერპლი ჩრდილოეთში მდებარე ქურთისტანის რეგიონში აღირიცხა.

აშშ-ის გეოლოგიური უწყების მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი ჩრდილო-აღმოსავლეთ ერაყის ქალაქ ჰარაბჯასთან მდებარეობდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]