weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

დედოფალმა ელისაბედმა და პრინცმა ფილიპმა ქორწინების 70 წლის იუბილეს ფოტო მიუძღვნეს

17:17 სამშაბათი, 21 ნოემბერი 2017

გაერთიანებული სამეფოს დედოფალმა ელისაბედ II-მ და პრინცმა ფილიპმა ქორწინების იუბილეს ფოტო მიუძღვნეს. 91 წლის ელისაბედისა და 96 წლის ფილიპის შეუღლების დღიდან ზუსტად 70 წელი გავიდა.

საზეიმო თარიღის აღსანიშნავად ბუკინგემის სასახლემ მისი უდიდებულესობის ფოტო გამოაქვეყნა. კადრი ნოემბრის დასაწყისში პროფესიონალმა ფოტოგრაფმა მეტ ჰოლიოუკმა გადაიღო.

სამეფო ოჯახმა სოციალურ გვერდ „ფეისბუქში“ გაავრცელა საინტერესო ვიდეო, რომელიც 70 წლის მანძილზე გადაღებული 70 ფოტოსგან შედგება.

შეგახსენებთ, რომ ელისაბედმა და ფილიპმა 1947 წლის 20 ნოემბერს იქორწინეს და აღნიშნული კავშირი დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]