weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

სირიაში რუსულ ავიაიერიშს 50 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

12:16 ორშაბათი, 27 ნოემბერი 2017

სულ მცირე 53 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა რუსულ ავიაიერიშს აღმოსავლეთ სირიაში მდებარე სოფელ ალ-შაფაჰზე. სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის სადამკვირვებლო ჯგუფის ცნობით, გარდაცვლილთა შორის 21 ბავშვია.

მანამდე რუსულმა მხარემ მათ მიერ განხორციელებული საჰაერო იერიში დაადასტურა, თუმცა აღნიშნა, რომ სამიზნე მხოლოდ სამხედროები და მათი სამყოფელი იყო.

აღნიშნული სოფელი დეირ ელ-ზორში მდებარეობს, რომელიც ერთ-ერთი ბოლო პროვინციაა, სადაც „ისლამურ სახელმწიფოს“ ტერიტორიები უკავია.

ხანგრძლივ სამოქალაქო ომში რუსეთი პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირეა. მომდევნო კვირას ჟენევაში მხარეებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებია დაგეგმილი, თუმცა მსგავსი შინაარსის წინა შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]