დეკემბერი 15, 2017
weather cur airplane horoscope tv

ტრამპის გადაწყვეტილების გამო დაწყებული არეულობის შედეგად 31 პალესტინელი დაშავდა

23:14 - 07 დეკემბერი 2017 hits 235

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ, რითიც მან იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე და ღაზას სექტორში პალესტინელების საპროტესტო დემონსტრაციები დაიწყო. შეხლა-შემოხლის შედეგად სულ მცირე 31 პალესტინელია დაშავებული, აქედან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

უცხოური მედიის ინფორმაციით, ისრაელმა დამატებით ასობით სამხედრო განათავსა იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე, სადაც პალესტინელები პროტესტის ნიშნად ქუჩაში არიან გამოსულები. ისინი წვავდნენ ავტომანქანის საბურავებს და სამხედროებს ქვებს ესროდნენ, რასაც საპასუხოდ ცეცხლი მოჰყვა. ისმოდა შეძახილები “სიკვდილი ამერიკას! სიკვდილი სულელ ტრამპს!”. სამხედროებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

დღეს ისლამისტურმა მოძრაობა “ჰამასმა”, რომელიც ღაზას სექტორს აკონტროლებს, პალესტინელებს აჯანყების, ახალი ინტიფადის დაწყებისკენ მოუწოდა და 8 დეკემბერი “რისხვის დღედ” გამოაცხადა.

“ჩვენ მითითება მივეცით “ჰამასის” ყველა წევრს და ქვეგანყოფილებას, სრულ მზადყოფნაში იყვნენ ნებისმიერი ახალი ინსტრუქციისა და ბრძანებისადმი, რომელიც შეიძლება მიეცეთ სტრატეგიული საფრთხის გასანადგურებლად. იერუსალიმი ერთადერთია და დარჩება პალესტინისა და ყველა პალესტინელის დედაქალაქად” - განაცხადა “ჰამასის” ლიდერმა ისმაილ ჰანიამ.

დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად 6 დეკემბერს გამოაცხადა, რასაც პალესტინელების პროტესტი მოჰყვა. პალესტინელები იერუსალიმს თავიანთი დამოუკიდებელი სახელმწიფოს დედაქალაქად მოიაზრებენ.

ერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილი, სადაც ძველი ქალაქი მდებარეობს და მხოლოდ არაბებით იყო დასახლებული, ისრაელმა 1967 წელს შეიერთა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი