weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

23 წლის პორნოვარსკვლავმა დამამცირებელი კომენტარების გამო თავი მოიკლა

13:46 პარასკევი, 08 დეკემბერი 2017

კანადელმა პორნოვარსკვლავმა მერსედეს გრაბოვსკიმ, ცნობილმა როგორც ოგასტ ეიმსმა (August Ames), სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 23 წლის პორნომსახიობი კალიფორნიაში მდებარე საკუთარ სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს. ახლობლების თქმით, ოგასტ ეიმსი ღრმა დეპრესიაში მისი მისამართით გამოთქმული დამამცირებელი მოსაზრებებისა და შეურაცხმყოფელი კომენტარების გამო იყო.

თვითმკვლელობამდე ერთი დღით ადრე ოგასტ ეიმსმა „ტვიტერში“ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც იგი საკუთარ პოზიციას იცავდა გეი მსახიობთან ერთად ფილმში მონაწილეობაზე უარის თქმაზე, რასაც ინტერნეტსა და სოციალურ მედიაში მისი მისამართით უამრავი დამამცირებელი კომენტარი მოჰყვა. ოგასტ ეიმსი ჰომოფობიაში ღიად დაადანაშაულეს, რამაც მას სუიციდისკენ უბიძგა.

ოგასტ ეიმსი პორნოინდუსტრიაში 2013 წლიდან მოღვაწეობდა და გადაღებული იყო 270-ზე მეტ პორნოფილმში. იგი ქორწინებაში იმყოფებოდა პორნოსტუდია Evil Angel-ის პროდიუსერ კევინ მურთან, რომელმაც მეუღლის თვითმკვლელობასთან დაკავშირებით მოითხოვა, რომ მძიმე პერიოდში მედიამ არ შეაწუხოს და სიმშვიდის საშუალება მისცენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]