სექტემბერი 20, 2018
weather cur airplane horoscope tv

დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნით კაჩინსკის თვითმფრინავი აფეთქების გამო ჩამოვარდა

11:30 - 12 იანვარი 2018 hits 711

პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსეთის ქალაქ სმოლენსკთან თვითმფრინავ ТУ 154-ის კატასტროფის მიზეზი ბორტზე მომხდარი აფეთქება იყო. 2010 წლის 10 აპრილს მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად თვითმფრინავში მყოფი 96-ივე ადამიანი დაიღუპა, მათ შორის - პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და მთავრობის წევრები.

პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ 10 იანვარს საავიაციო შემთხვევების მკვლევარის, ფრენკ ტეილორის დასკვნა გამოაქვეყნა. ექსპერტის შეფასებით, თვითმფრინავის მარცხენა ფრთა ბორტზე მომხდარმა აფეთქებამ დაანგრია. არსებობდა დეტონაციის რამდენიმე წყარო, ხოლო ხე, რომელსაც თვითმფრინავი შეეჯახა, არ იყო ფრთის დაშლის პირველადი მიზეზი.

პოლონეთმა აქამდეც არაერთხელ გამოთქვა ვერსია აფეთქების შესახებ, რაც რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა დაუსაბუთებლად მიიჩნია. რუსეთი ავიაკატასტროფის მიზეზად პილოტის შეცდომას ასახელებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]