weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ავღანეთში თავდასხმას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

11:39 ოთხშაბათი, 17 იანვარი 2018

ავღანეთში, ფარიაბის პროვინციაში სულ ცოტა, ხუთი ადამიანი დაიღუპა და 45 დაიჭრა ნაღმსატყორცნით თავდასხმის შედეგად. დაჭრილებს შორის ქალები და ბავშვები არიან.

ადგილობრივი პოლიციის პრესმდივნის განცხადებით, სამი ჭურვი ბაზრობაზე ჩავარდა, რომელიც ხაჯა საჰიბ პოშის რაიონში კვირაში ერთხელ იმართება.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია, მაგრამ ადგილობრივი ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ თავდასხმა თალიბანმა მოაწყო.

ავღანეთის მთავრობა, რომელიც დასავლეთის მხარდაჭერით სარგებლობს, ცდილობს, ძირითადად, საკუთარი ძალებით გაუმკლავდეს თალიბანსა და ექსტრემისტების სხვა ჯგუფებს მას შემდეგ, რაც 2014 წელს ქვეყანა NATO-ს ჯარების უდიდესმა ნაწილმა დატოვა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]