weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

კალიფორნიელი ცოლ-ქმარი 13 შვილის წამებაშია ეჭვმიტანილი

13:31 ოთხშაბათი, 17 იანვარი 2018

კალიფორნიის პოლიციამ ცოლ-ქმარი, 57 წლის დევიდ და 49 წლის ლუისა ტურპინები დააკავა, რომლებიც საკუთარი 13 შვილის წამებაში არიან ეჭვმიტანილები. ყველაზე უმცროსი შვილი, რომელიც სახლში აღმოაჩინეს ორი წლისაა, უფროსი კი 29-ის. ზოგიერთი მათგანი მშობლებს საწოლზე ჯაჭვებით ჰყავდა დაბმული.

სამართალდამცავებს შესაძლო დანაშაულის შესახებ ოჯახიდან გაქცეულმა 17 წლის გოგონამ აცნობა.

CNN-ის ინფორმაციით, ტურპინების ოჯახს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სურათების მიხედვით, ბედნიერი ცხოვრება ჰქონდა. დევიდ და ლუისა ტურპინები 13 შვილთან ერთად გადაღებულ იმ ფოტოებს და ვიდეოებს აქვეყნებდნენ, რომლებიც ასახავენ მათ ვიზიტს დისნეილენდში, დაბადების დღეების აღნიშვნას და საქორწინო ფიცის განახლების ღონისძიებას.

ტურპინების ოჯახი 2010 წლამდე ტეხასის შტატში ცხოვრობდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]