weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

დიდ ბრიტანეთში მარტოობის მინისტრი დაინიშნა

00:35 პარასკევი, 19 იანვარი 2018

დიდი ბრიტანეთის მთავრობაში მარტოობის მინისტრის თანამდებობა გაჩნდა, რომელიც 42 წლის ტრეისი კრაუჩმა დაიკავა. მინისტრის ფუნქცია მარტოობასთან ბრძოლაა. გასულ წელს გამოარკვიეს, რომ დიდ ბრიტანეთში, დაახლოებით 9 მილიონი ადამიანი ხშირად ან ყოველთვის განიცდის მარტოობას, რომელიც ჯანმრთელობისთვის საზიანო შედეგებს იწვევს.

პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის განცხადებით, მარტოობის მინისტრი მარტოობასთან ბრძოლის კომისიის რეკომედნაციით დაინიშნა. მისივე თქმით, ძალიან ბევრი ადამიანისთვის მარტოობა თანამედროვე ცხოვრების სევდიანი რეალობაა.

„მინდა გავუმკლავდე ამ გამოწვევას ჩვენი საზოგადოებისთვის და ყველა ჩვენგანმა მივიღოთ ზომები, რათა გადავჭრათ მარტოობის პრობლემა, რომელიც აქვთ ასაკოვნებს, მომვლელებს, მათ ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგა - ვისაც არავინ ჰყავს დამლაპარაკებელი ან მათი ფიქრების და გამოცდილების გამზიარებელი“, - განაცხადა ტრეისი კრაუჩმა.

ჟურნალ „თაიმსის“ ინფორმაციით, ექიმები უკვე დიდი ხანია იძლევიან გაფრთხილებას, რომ სოციალური იზოლაცია მზარდი ეპიდემიაა, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ფიზიკური, მენტალური და ემოციური შედეგები. მკვლევართა თქმით, ის დაკავშირებულია გულის დაავადებების მაღალ რისკთან, დიაბეტთან კიბოსთან და ჯანმრთელობის სხვა პრობლემებთან.

„დამტკიცებულია, რომ მარტოობა უფრო მეტად საზიანოა, ვიდრე დღეში 15 ღერი სიგარეტის მოწევა“, - ამბობს ხანდაზმულებთან მომუშავე ბრიტანული ორგანიზაციის უფროსი მარკ რობინსონი.

მთავრობის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით კი, ქვეყანაში დაახლოებით 200 000 ასაკოვან ადამიანს არავინ ჰყავს, ვისაც თვის განმავლობაში დაელაპარაკება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]