weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

NATO მაკედონიას სახელწოდების გამო საბერძნეთთან დავის დასრულებისკენ მოუწოდებს

16:56 პარასკევი, 19 იანვარი 2018

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მაკედონიას მოუწოდებს, მოაგვაროს თავისი სახელწოდების გარშემო საბერძნეთთან უთანხმოება და განახორციელოს რეფორმები, თუ ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება სურს.

სტოლტენბერგმა მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში, პარლამენტში გამოსვლისას თქვა, რომ მიესალმება მაკედონიის მისწრაფებას NATO-ში გაწევრიანებისაკენ, მაგრამ საჭიროდ მიიჩნევს ვითარების რეალისტურად შეფასებას, რადგან ჯერ კიდევ ბევრი საქმე უნდა გაკეთდეს. ეს ეხება სახელწოდება „მაკედონიის“ გარშემო საბერძნეთთან დავასაც, რომელიც სტოლტენბერგის აზრით, მეტისმეტად დიდი ხანია გრძელდება.

ბალკანეთის ამ ქვეყნის „მაკედონიად“ წოდების მიმართ საბერძნეთის უარყოფითი დამოკიდებულება დაბრკოლებას უქმნის ევროკავშირსა და NATO-ში მაკედონიის გაწევრიანებას. საბერძნეთი მოითხოვს, „მაკედონია“ ოფიციალურად მხოლოდ მის ისტორიულ მხარესა და ჩრდილოეთ პროვინციას ერქვას.

ცნობილია, რომ საბერძნეთი, ევროკავშირი, გაერო და NATO ბალკანეთის სახელმწიფო მაკედონიას უწოდებენ „იუგოსლავიის ყოფილ რესპუბლიკა მაკედონიას“, ინგლისური აბრევიატურით - FYROM ან FYR Macedonia (Former Yugoslav Republic of Macedonia), რითაც ამ სლავურ ქვეყანას ისტორიულ მაკედონიისგან განასხვავებენ. თავის მხრივ, აღნიშნულ აბრევიატურას მაკედონია არ ცნობს.

აღსანიშნავია, რომ მაკედონია საბერძნეთთან მრავალწლიან დავაში ერთხელ უკვე წავიდა დათმობაზე, როდესაც იუგოსლავიის ფედერაციის დაშლის შემდეგ დამოუკიდებლობის მოპოვებისას მიღებული ეროვნული დროშა, რომელზეც ისტორიული ბერძნულ-მაკედონიური სიმბოლო - ვერგინას მზე, იგივე „მაკედონიური ვარსკვლავი“ იყო გამოსახული, საბრძნეთის კატეგორიული მოთხოვნისა და ერთწლიანი ენერგობლოკადის გამო 1995 წელს შეცვალა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]