weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

რუსეთში ნაჯახით შეიარაღებულმა მოზარდმა რამდენიმე ადამიანი დაჭრა

17:33 შაბათი, 20 იანვარი 2018

სამხრეთ-აღმოსავლეთ ციმბირის ერთ-ერთ სკოლაში ნაჯახით შეიარაღებული მოსწავლე მასზე უმცროს მოსწავლეებს თავს დაესხა და სულ მცირე ექვსი ადამიანი დაჭრა, რის შემდეგაც თვითმკვლელობა სცადა.

19 იანვრის თავდასხმა ბურიატიის რესპუბლიკაში მოხდა, დედაქალაქ ულან-უდესგან ოცამდე კილომეტრის მოშორებით. მეცხრეკლასელი მოსწავლე მარტო მოქმედებდა, როდესაც მეშვიდეკლასელებსა და ერთ მასწავლებელს დაესხა თავს და შემდეგ აალებადი სითხით სკოლას ცეცხლი წაუკიდა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთში ბოლო კვირის განმავლობაში უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც მოზარდები სკოლებში სხვა მოსწავლეებს ესხმიან თავს და შესაბამისად, გამოძიება ინციდენტების ერთმანეთთან შესაძლო კავშირზე მიმდინარეობს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]