weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვატიკანში რომის პაპს შეხვდება

13:40 ორშაბათი, 05 თებერვალი 2018

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დღეს ვატიკანში რომის პაპ ფრანცისკეს შეხვდება. 59 წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც თურქეთის პირველი პირი ვატიკანს ეწვია. მოსალოდნელია, რომ პაპისა და ერდოღანის შეხვედრის მთავარი თემები იურუსალიმის სტატუსი, ასევე სირიასა და ერაყში არსებული ვითარება იქნება.  

ვატიკანში შეხვედრების დასრულების შემდეგ თურქეთის პრეზიდენტი იტალიის პირველ პირს, პრემიერ-მინისტრს და ადგილობრივ ბიზნესმენებს შეხვდება.

იქიდან გამომდინარე, რომ ერდოღანის ვიზიტთან დაკავშირებით რომში დემონსტრაციებია მოსალოდნელი, განსაკუთრებით გაამკაცრეს უსაფრთხოების ზომები. ქალაქში 3500 პოლიციელია მობილიზებული. რომის ცენტრში ე.წ. მწვანე ზონაა მოწყობილი, რაც იმას ნიშნავს, რომ აკრძალულია ნებისმიერი ტიპის საპროტესტო გამოსვლა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]