თებერვალი 19, 2018
weather cur airplane horoscope tv

ავიაკატასტროფის გამო რუსეთში გლოვის დღეა

10:40 - 12 თებერვალი 2018 hits 98

რუსეთში, მოსკოვის მახლობლად სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი 71-ვე ადამიანი დაიღუპა, 12 თებერვალი გლოვის დღედ გამოცხადდა. სააგენტო „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, სარატოვის ოლქის მთავრობა ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულების ოჯახებს 1 მილიონ რუბლს გადაუხდის.

„გუბერნატორმა ვალერი რადაევმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მხარდაჭერა გამოუცხადოს დაღუპულების ოჯახებსა და ნათესავებს. ყველა ოჯახი მილიონ რუბლს მიიღებს“, - განაცხადეს გუბერნატორის პრესსამსახურში.

„სარატოვის ავიახაზების“ თვითმფრინავმა „ან-148“-მ, რომელიც რეისს მოსკოვიდან ორსკის მიმართულებით ასრულებდა, კატასტროფა გუშინ, დომოდედოვოს აეროპორტიდან აფრენიდან რამდენიმე წუთში განიცადა. ბორტზე 65 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იყო. ყველა მათგანი დაიღუპა. უკვე გამოქვეყნდა მგზავრთა სიაც, რომელთა შორის ერთი ბავშვია.

ცნობილია, რომ თვითმფრინავს გამოცდილი მფრინავი ვალერი გუბანოვი მართავდა, რომელსაც მთლიანობაში, ხუთი ათასი საათი ფრენის გამოცდილება ჰქონდა, მათგან 2800 საათი სწორედ „ან-148“-ზე ფრენის. კატასტროფის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია, თუმცა განიხილება ძრავის აალების, სპიდომეტრის გაუმართაობის და მფრინავის მიერ დაშვებული შეცდომის ვერსიები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]