თებერვალი 19, 2018
weather cur airplane horoscope tv

ჯორჯ სოროსი ბრექსიტის საწინააღმდეგო კამპანიის დაფინანსებას გაზრდის

14:24 - 12 თებერვალი 2018 hits 107

ცნობილმა მილიარდერმა, ღია საზოგადოების ფონდების ქსელის დამფუძნებელმა ჯორჯ სოროსმა დაადასტურა, რომ აქტიურად აფინასებს ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის საწინააღმდეგო კამპანიას Best for Britain და შეტანილი წვლილით ამაყობს. ბრექსიტის მოწინააღმდეგე აქტივისტები მან 400 000 გირვანქა სტერლინგით უკვე დააფინანსა და განაცხადა, რომ დაფინანსებას კიდევ 100 000 ფუნტით გაზრდის.

87 წლის ჯორჯ სოროსს მიაჩნია, რომ ევროკავშირიდან გასვლის შესახებ გადაწყვეტილება ტრაგიკული შეცდომა იყო, რაც დიდ ბრიტანეთს დაასუსტებს.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჯორჯ სოროსი კამპანია Best for Britain აფინანსებს გასულ კვირაში გავრცელდა, რის გამოც სოროსმა დიდი კრიტიკა დაიმსახურა. მილიარდერის თქმით, კამპანიას მთელი გულით უჭერს მხარს და არასოდეს დაუმალავს, რომ ბრექსიტის წინააღმდეგია.

„ეს პროცესი ბრიტანეთსა და ევროპას ერთმანეთის მტრებად აქცევს, სულ მცირე გარდამავალ პერიოდში. რეფერენდუმის ჩატარებამდე ბრიტანეთს ეკონომიკურად უკეთესი მდგომარეობა ჰქონდა ვიდრე დანარჩენ ევროპას. მაგრამ ახლა ვითარება შეტრიალდა, ბრიტანეთის ეკონომიკა ჩამორჩება მაშინ როდესაც კონტინენტზე ეკონომიკები ძლიერდება“, - აღნიშნავს სოროსი.

რეფერენდუმი ბრექსიტთან დაკავშირებით დიდ ბრიტანეთში 2016 წლის 23 ივნისს გაიმართა, რომელში მონაწილეთა უმრავლესობამაც (51,9 %-მა) გასვლას მხარი დაუჭირა. 2017 წლის 29 მარტს ხელისუფლებამ აამოქმედა ევროკავშირის ხელშეკრულების 50-ე პარაგრაფი გასვლის პროცესის დასაწყებად.

Best for Britain-ის კამპანიის თავმჯდომარე დიდი ბრიტანეთის ყოფილი მინისტრი და გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე მარკ მალოკ ბრაუნია. Best for Britain მხარდამჭერების მოსაზიდად მთელი გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით ტურის დაწყებას აანონსებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]