weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

80 წლის მიგელ კასტილო Erasmus-ის გაცვლითი პროგრამის სტუდენტი გახდა და ვერონაში ისწავლის

10:47 პარასკევი, 16 თებერვალი 2018

80 წლის ესპანელმა მიგელ კასტილომ Erasmus-ის დაფინანსება მოიპოვა და გაცვლითი პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე ასაკოვანი სტუდენტი გახდა. ის იტალიაში, ვერონას უნივერსიტეტში ერთი სემესტრის განმავლობაში თანამედროვე ისტორიას ისწავლის.

მიგელ კასტილო ამბობს, რომ უმაღლეს სასწავლებელში სწავლას რამდენიმე წლის წინ დაუბრუნდა. მანამდე ის ნოტარიუსად მუშაობდა, პენსიაზე გასვლის შემდეგ გული აწუხებდა, რა დროსაც დაფიქრდა, თუ როგორ სურდა დარჩენილი წლების გატარება. გადაწყვიტა უნივერსიტეტში სწავლა გაეგრძელებინა. ვალენსიის უნივერსიტეტში თანამედროვე ისტორიის ფაკულტეტი აირჩია და ყოველ დღე ლექციებს მასზე გაცილებით უმცროს სტუდენტებთან ერთად ესწრება. გაცვლითი პროგრამისთვის კი ვერონა იმიტომ შეარჩია, რომ ამ ქალაქში 42 წლის წინაც იყო. მაშინ მარია კალასის შესრულებას მოუსმინა.

Erasmus-ის სასწავლო პროგრამებს ასაკობრივი შეზღუდვა არ აქვთ და ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია მონაწილეობა. მიგელ კასტილო, რომელიც ექვსი შვილიშვილის ბაბუაა, თავისი ასაკის ადამიანებს მოუწოდებს არ გამოიკეტონ სახლებში, რადგან მათ ბევრი სარგებლის მოტანა შეუძლიათ საზოგადოებისთვის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]