weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

პუტინის თქმით რუსეთის ახალ ბირთვულ იარაღს ანტისარაკეტო სისტემები ვერაფერს დააკლებს

17:30 ხუთშაბათი, 01 მარტი 2018

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, ქვეყანამ განავითარა და წარმატებით გამოსცადა ახალი ბირთვული იარაღი, მათ შორის ბირთვული ფრთოსანი რაკეტა და ბირთვული წყალქვეშა დრონი, რომელიც დაცულია მოწინააღმდეგის ანტისარაკეტო სისტემებისაგან.

რუსეთის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას პუტინმა აღნიშნა, რომ ახალ საკონტინენტთაშორისო ბალისტიკურ რაკეტა „სარმატს“ მოქმედების შეუზღუდავი რადიუსი აქვს და შეუძლია გადაურჩეს ნებისმიერ ანტისარაკეტო სისტემას.

პუტინმა ვიდეო და სხვა გრაფიკული გამოსახულებები გამოიყენა და განმარტა, რომ ახალი წყალქვეშა რაკეტები, რომელთა აღმოჩენა გამორიცხულია, შესაძლებელია მიმართული იყოს როგორც ავიამზიდების, ისე სანაპიროზე მდებარე ობიექტების წინააღმდეგ. მისივე თქმით, ახალი იარაღი არა საბჭოთა მემკვიდრეობის ნაწილია, არამედ რუსი მკვლევარებისა და ინჟინრების მიერაა შექმნილი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]