სექტემბერი 20, 2018
weather cur airplane horoscope tv

დიდი ბრიტანეთი ქვეყნიდან 23 რუს დიპლომატს გააძევებს

17:18 - 14 მარტი 2018 hits 478
ფოტოზე პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი ფოტოზე პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ტერეზა მეის განცხადებით, ქვეყნიდან 23 რუს დიპლომატს გააძევებენ იმის გამო, რომ რუსეთმა უარი თქვა, განემარტა როგორ აღმოჩნდა რუსეთში დამზადებული მომწამვლელი ნივთიერება დიდ ბრიტანეთში და როგორ გამოიწვია მან რუსეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი პოლკოვნიკის, სერგეი სკრიპალის მოწამვლა.

ტერეზა მეის განცხადებით, დიპლომატებს ქვეყნიდან წასასვლელად ერთკვირიანი ვადა აქვთ. მისივე თქმით, მთავრობა და სამეფო ოჯახი ბოიკოტს უცხადებს 2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატს, რომელიც რუსეთში უნდა ჩატარდეს, აუქმებს ბრიტანეთში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს და წყვეტს უმაღლეს დონეზე ყველა სახის კონტაქტს რუსეთის ხელისუფლებასთან.

რუსეთი უარყოფს კავშირს 66 წლის სერგეი სკრიპალის და მისი 33 წლის ქალიშვილის, იულიას მკვლელობის მცდელობასთან. ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ დიდ ბრიტანეთს არ აქვს საფუძველი სოლსბერიში მომხდარ ინციდენტში რუსეთი დაადანაშაულოს და ეს სხვა ქვეყნებმაც უნდა გაიგონ.

რუსეთის გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკი, სერგეი სკრიპალი, რომელმაც დიდ ბრიტანეთში პოლიტიკური თავშესაფარი 2010 წელს მიიღო და მისი ქალიშვილი იულია, 4 მარტს, ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში, უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ისინი მოწამლულნი არიან ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით. ამჟამად მამა-შვილი საავადმყოფოში იმყოფება და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

რუსეთის უშიშროების სამსახურმა სერგეი სკრიპალი დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურთან თანამშრომლობის ბრალდებით 2004 წელს დააკავა. მას მოსკოვის სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა. 2010 წელს სკრიპალი შეიწყალეს და კიდევ რამდენიმე პირთან ერთად გაცვალეს აშშ-ში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულებში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]