weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

ყირიმში არჩევნების ჩატარების გამო უკრაინა რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს

23:38 ორშაბათი, 19 მარტი 2018
ყირიმში არჩევნების ჩატარების გამო უკრაინა რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს ფოტო © Reuters

რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების გამო უკრაინა ევროკავშირს მოუწოდებს, რუსეთს სანქციები დაუწესოს. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროპელ პარტნიორებს წარუდგინა დაახლოებით 140 ადამიანის სია, რომლებიც ყირიმში არჩევნების ორგანიზებაში იყვნენ ჩართულები.

სააგენტო „უნიანთან“ ინტერვიუში უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარიანა ბეცამ განაცხადა, რომ უკრაინა აღნიშნულ სიაში შესული პირების წინააღმდეგ სანქციების მიღებას აპირებს.

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ ყირიმში რუსეთის პრეზიდენტის არჩევნების შედეგები გაყალბებულია. მისივე თქმით, ერთადერთი ლიგიტიმური არჩევნები, რომელიც ყირიმში შეიძლება ჩატარდეს, უკრაიინის პრეზიდენტის არჩევნებია.

„ეს იყო არჩევნები არჩევნის გარეშე, პოლიტიკური კონკურენციის, სიტყვის თავისუფლების და თანაბარი შესაძლებლობების გარეშე“, - აღნიშნა პოროშენკომ.

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 18 მარტს ჩატარდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით დათვლილია ხმების თითქმის 100%. ამომრჩეველთა 76%-მა მხარი ვლადიმერ პუტინს დაუჭირა.

ევროკავშირი არ აღიარებს ყირიმში ჩატარებული არჩევნების შედეგებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]