weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ჰოკინგის ფერფლს ისააკ ნიუტონის საფლავის გვერდით დაკრძალავენ

14:23 ოთხშაბათი, 21 მარტი 2018

ბრიტანელი ფიზიკოსის, სტივენ უილიამ ჰოკინგის ფერფლს ვესტმინსტერის სააბატოში, ისააკ ნიუტონის საფლავის გვერდით დაკრძალავენ. წმინდა პეტრეს სახელობის ეკლესიის დიაკვნის თქმით, პროფესორი ჰოკინგის ფერფლის საცავი ასევე ახლოს იქნება ჩარლზ დარვინის საფლავთან.

სტივენ ჰოკინგის ოჯახის წევრების თქმით, 31 მარტს ფიზიკოსის დაკრძალვის ცერემონია მისავე მშობლიურ ქალაქ კემბრიჯში მდებარე ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში გაიმართება, გონვილისა და კაიუსის კოლეჯის მახლობლად, სადაც ჰოკინგმა 50 წელზე მეტი გაატარა. ამის შემდეგ ფერფლს იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში დაცულ ვესტმინსტერის სააბატოში გადაასვენებენ.

შეგახსენებთ, რომ სტივენ უილიამ ჰოკინგმა გარდაცვალებამდე ორი კვირით ადრე, მუშაობა დაასრულა უკანასკნელ სამეცნიერო კვლევაზე, რომელიც თეორიულ საფუძველს ამზადებს პარალელური სამყაროს აღმოჩენისთვის.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]