weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ქაბულში მეჩეთთან მომხდარ აფეთქებას 26 ადამიანი ემსხვერპლა

15:55 ოთხშაბათი, 21 მარტი 2018

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მდებარე ერთ-ერთი მეჩეთის წინ დღეს მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე 26 ადამიანი დაიღუპა და 18 დაიჭრა. მსხვერპლთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს. დაღუპულთა უმრავლესობა სამოქალაქო პირია.

თვითმკვლელი ტერორისტი, რომელიც ხალხით სავსე შახის მეჩეთში შესვლას ცდილობდა, პოლიციელებმა შენიშნეს, თუმცა მან მეჩეთის შესასვლელში თავის აფეთქება მოასწრო.

თავდასხმა იმ დროს მოხდა, როდესაც ქაბულში ნავრუზს - სპარსული ტრადიციით ახალი წლის დღესასწაულს აღნიშნავდნენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]