weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

აშშ-ის აზრით სირიაში ახალი თავდასხმისას ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს

12:52 სამშაბათი, 10 აპრილი 2018

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, სირიის ქალაქ დუმაზე, რომელსაც მეამბოხეები აკონტროლებენ, 7 აპრილს განხორციელებული თავდასხმის მსხვერპლთა სიმპტომები მიანიშნებს გარკვეული ტიპის ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერების გამოყენებაზე.

როგორც ვაშინგტონში 9 აპრილს განაცხადეს, ჯერ-ჯერობით დაუდგენელია, რა ტიპის ნივთიერება იქნა გამოყენებული აღმოსვლეთ ღუტაში, რადგან სირიის მთავრობის ჯარები და მისი მოკავშირეები - რუსეთი და ირანი, საერთაშორისო ექსპერტებს დუმაში შეშვებაზე უარს ეუბნებიან.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ვაშინგტონი მოკავშირეებთან აწარმოებს მოლაპარაკებას სათანადო რეაგირების შესახებ და „ეს დაუშვებელი სისასტიკე“ უპასუხოდ არ დარჩება.

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის 9 აპრილის განცხადებით, ის 24-დან 48 საათამდე პერიოდში მიიღებს გადაწყვეტილებას აშშ-ის საპასუხო ზომაზე. ტრამპის თქმით, შესაძლოა, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იყოს პასუხისმგებელი მომხდარზე და თუ მართლაც ასეა, ვაშინგტონის რეაქცია ძალიან მკაცრი იქნება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]