weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

ქაბულში ტერაქტს ათი ჟურნალისტი ემსხვერპლა

21:57 ორშაბათი, 30 აპრილი 2018

ქაბულში მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ავღანური სამსახურის სამი თანამშრომელი დაიღუპა. მათგან ერთი ქალია. მაჰარამ დურანი, რომელმაც ქაბულის უნივერსიტეტში ისლამური სამართალი შეისწავლა, რადიოში ქალთა საკითხებზე ყოველკვირეულ გადაცემაზე მუშაობდა.

„ერთ დღეში ჩვენ ახალგაზრდა, ნიჭიერი და საქმისთვის თავდადებული ჟურნალისტები დავკარგეთ. ეს მეტყველებს იმაზე, თუ რაოდენ სახიფათოა ავღანეთში ჟურნალისტად მუშაობა“, - განაცხადა „რადიო თავისუფლების“ ავღანური სამსახურის ხელმძღვანელმა კადირ საბიბმა.

თავდასხმის შედეგად მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში დასაქმებული სულ 10 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სააგენტო „ფრანს პრესის“ მთავარი ფოტოკორესპონდენტიც არის. სულ დაიღუპა მინუმუმ 29 ადამიანი და 45 დაიჭრა.

დღეს, 30 აპრილს, ავღანეთის დედაქალაქში ორი აფეთქება მოხდა. პირველმა თვითმკვლელმა თავდამსხმელმა თავი აშშ-ის საელჩოს მახლობლად აიფეთქა. როდესაც შემთხვევის ადგილზე ჟურნალისტები და მაშველები მივიდნენ, კიდევ ერთი აფეთქება მოხდა. 

თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]