weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

ჯაველინები უკვე უკრაინაშია – პეტრო პოროშენკო

11:08 სამშაბათი, 01 მაისი 2018

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ დაადასტურა, რომ ამერიკული წარმოების ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი „ჯაველინი“ უკვე უკრაინაშია. პოროშენკოს თქმით, ასეთი იარაღის მიღება მნიშვნელოვნად გააძლიერებს შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობას და ქვეყნის უსაფრთხოებას.

„უკრაინსკაია პრავდას“ ინფრომაციით, პოროშენკომ დონალდ ტრამპს მადლობა გადაუხადა, უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემის გამო. ამასთან, მან განაცხადა, რომ უკრაინელი სპეციალისტები, რუსული აგრესიისგან თავდაცვის მიზნით, აგრძელებენ მუშაობას თავდაცვითი პოტენციალის გაძლიერებაზე.

შეიარაღების ღირებულება 47 მილიონი აშშ დოლარია. მასში 210 რაკეტა და 35 გამშვები ბლოკი შედის.

უკრაინისთვის „ჯაველინების“ გადაცემის თაობაზე 2017 წლის დეკემბერში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა. „უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, აშშ-ის ამ გადაწყვეტილების საპასუხოდ, რუსეთი დონბასში სისხლისღვრით დაიმუქრა.

საქართველომ აშშ-სგან „ჯაველინები“ 2018 წლის 23 იანვარს მიიღო. 410 რაკეტა და 72 გამშვები ბლოკი 75 მილიონ დოლარად შეიძინა. თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას თქმით, შენაძენი უსაფრთხო ადგილასაა განთავსებული და მომავალში, ქართველ სამხედროებს ახალი შეიარაღების ასათვისებლად გადაამზადებენ. რუსეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ აშშ-ს მიერ საქართველოსთვის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსის მიწოდებამ, „შესაძლოა, თბილისს რეგიონში ახალი სახიფათო ავანტიურებისკენ უბიძგოს“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]