weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ნიკოლას მადურო ვენესუელის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს

11:45 ორშაბათი, 21 მაისი 2018

ერთიანი სოციალისტური პარტიის ლიდერი, ვენესუელის მოქმედი პრეზიდენტი ნიკოლას მადურო, კიდევ ერთი საპრეზიდენტო ვადით, 6 წლით აირჩიეს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 20 მაისს ჩატარებულ არჩევნებზე მან 5,8 მილიონი ხმა მიიღო, რაც დაახლოებით 68 %-ია.

მადუროს მთავარ კონკურენტს, ოპოზიციური პარტია „პროგრესული ავანგარდის“ ლიდერს, ანრი ფალკონს მხარი მილიონნახევარმა ამომრჩეველმა, ანუ 21 %-მა დაუჭირა. ფალკონმა ჯერ კიდევ შედეგების გამოცხადებამდე განაცხადა, რომ მადუროს გამარჯვებას არ აღიარებს. მისი თქმით, კენჭისყრა მრავალი დარღვევის ფონზე ჩატარდა და მისმა მხარდამჭერებმა 142 ათასი საჩივარი დაწერეს. ანრი ფალკონმა ოქტომბერში არჩევნების ხელახლა ჩატარება მოითხოვა.

მადუროს გამარჯვება შესაძლოა ახალი ამერიკული სანქციების მიზეზიც გახდეს. აშშ-მა 20 მაისის კენჭისყრის დაწყებამდე განაცხადა, რომ არჩევნების შედეგებს არ აღიარებდა. ვაშინგტონი ვენესუელის ერთიან სოციალისტურ პარტიას ნარკოტიკების კონტრაბანდაში ადანაშაულებს.

55 წლის ნიკოლას მადურომ პრეზიდენტის თანამდებობა პირველად 2013 წელს, უგო ჩავესის გარდაცვალების შემდეგ დაიკავა. ოპოზიცია მის მმართველობას მიაწერს ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის მკვეთრ გაუარესებას.

ვენესუელამ 2009 წელს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]