weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

ჟურნალისტ არკადი ბაბჩენკოს მკვლელობა ინსცენირებული იყო

18:34 ოთხშაბათი, 30 მაისი 2018

რუსი ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკო, რომლის მკვლელობის შესახებ უკრაინული პოლიცია იუწყებოდა, ცოცხალია. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ჟურნალისტის მკვლელობა რუსულმა სპეცსამსახურებმა შეუკვეთეს, თუმცა ბაბჩენკო თავდასხმას გადაურჩა.

უსაფრთხოების სამსახურის მიერ დღეს გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ მკვლელობის შემკვეთის გამოვლენის მიზნით, არკადი ბაბჩენკოს მკვლელობა ინსცენირებული იყო. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ვასილი გრიცაკის განცხადებით, მკვლელობის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი პირი დაკავებულია. 

„ახლა შემიძლია სპეცოპერაციის დეტალებზე საუბარი, რომლის წყალობითაც ჩვენ შევძელით არა მხოლოდ პროვოკაციის ჩაგდება, არამედ რუსული სპეცსამსახურების მიერ ამ დანაშაულის მომზადების დოკუმენტირება“, - განაცხადა გრიცაკმა.

ბრიფინგზე სიტყვით გამოვიდა თავად არკადი ბაბჩენკო. მისი თქმით, ერთი თვის წინ გაიგო, რომ მისი მკვლელობა მზადდებოდა. მან პატიება სთხოვა ყველას, ვინც მომხდარი განიცადა და მადლობა გადაუხადა უკრაინის სპეცსამსახურებს, მისთვის სიცოცხლის შენარჩუნებისთვის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]