weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

კიმ ჩენ ინი დონალდ ტრამპთან შესახვედრად სინგაპურში ჩავიდა

15:17 კვირა, 10 ივნისი 2018

კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის აბსოლუტური ლიდერი კიმ ჩენ ინი დღეს, 10 ივნისს ჩავიდა სინგაპურში, სადაც ორ დღეში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდება.

აშშ-ის დელეგაცია და პრეზიდენტი ტრამპი სინგაპურში დღეს საღამოს ჩაფრინდებიან. ტრამპთან ერთად იქნებიან სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი ჯონ ბოლტონი.

დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის ისტორიული შეხვედრის მთავარი თემა ჩრდილოეთ კორეის ბირთვული განიარაღება იქნება.

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ერთმანეთს პირისპირ ისტორიაში პირველად ხვდებიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]