weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის ისტორიული შეხვედრა შედგა

10:03 სამშაბათი, 12 ივნისი 2018

სინგაპურში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერ კიმ ჩენ ინს შორის ისტორიული შეხვედრა შედგა. სამიტის მთავარი თემა ჩრდილოეთ კორეის ბირთვული იარაღისგან გათავისუფლება იყო.

დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი ერთმანეთს პირისპირ, თარჯიმნებთან ერთად, შეხვდნენ. მოლაპარაკებები დაახლოებით 50 წუთი გაგრძელდა, რის შემდეგაც მათ ორი ქვეყნის დელეგაციის წევრები შეუერთდნენ.

„ჩვენ ბევრი რამ გავიგეთ ერთმანეთისა და ჩვენი ქვეყნების შესახებ“, - განაცხადა ტრამპმა შეხვედრის დასრულების შემდეგ. ჟურნალისტის შეკითხვას, რა გაიგო მან ჩრდილოეთ კორეის ლიდერის შესახებ, ტრამპმა უპასუხა, რომ კიმ ჩენ ინი ძალიან ნიჭიერი კაცია, რომელსაც ძალიან უყვარს თავისი ქვეყანა. კიმ ჩენ ინმა აღნიშნა, რომ არაერთი დაბრკოლების გადალახვა მოუწიათ იმისთვის, რომ შეხვედრა შემდგარიყო.

კიმ ჩენ ინსა და ტრამპს შორის შეხვედრა მარტში დაანონსდა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]