ივნისი 21, 2018
weather cur airplane horoscope tv

ტრამპმა რობერტ დე ნიროს დაბალი ინტელექტის მქონე უწოდა

13:54 - 13 ივნისი 2018 hits 151

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოსკაროსან ვარსკვლავ რობერტ დე ნიროს დაბალი ინტელექტის მქონე ადამიანი უწოდა. ეს განცხადება ტრამპმა აღიარებული მსახიობის მიერ „ტონის“ დაჯილდოებაზე წარმოთქმული უცენზურო სიტყვების პასუხად გააკეთა.

„რობერტ დე ნიროს, ძალიან დაბალი IQ-ს მქონე ადამიანს, ფილმებში ნამდვილი მოკრივეებისგან თავში საკმაოდ ბევრი დარტყმა მიუღია. წუხელ ვუყურე მას და ნამდვილად მჯერა, რომ ჯერ კიდევ არ გამოკეთებულა“, – დაწერა „ტვიტერზე“ ტრამპმა.

ცნობილია, რომ რამდენიმე დღის წინ, „ტონის“ დაჯილდოებაზე რობერტ დე ნირომ, რომელიც დიდი ხანია არ ერიდება დონალდ ტრამპის საჯაროდ ლანძღვას, პირდაპირ ეთერში შეიგინა: “Fuck Trump!” - ასე ჟღერდა მისი ფრაზა, რასაც უდიდესი ოვაცია მოჰყვა.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]