ივნისი 19, 2018
weather cur airplane horoscope tv

რუს ქალებს მოუწოდეს, მსოფლიო ჩემპიონატის დროს უცხოელებთან ინტიმური კავშირი არ დაამყარონ

10:39 - 14 ივნისი 2018 hits 1245

რუსეთის სახელმწიფო დუმის წევრმა, ტამარა პლეტნიოვამ რუს ქალებს მოუწოდა, მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის დროს უცხოელებთან ინტიმური კავშირი არ დაამყარონ. ამ საკითხზე მან რადიოსადგურ „გოვორიტ მოსკვა“-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

პლეტნიოვა, რომელიც დუმაში ოჯახის, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე კომისიას ხელმძღვანელობს, მიიჩნევს, რომ ასეთი კავშირების შემდეგ ბავშვები არასრულყოფილ ოჯახებში იბადებიან. დუმის წევრმა ამის მაგალითიც მოიყვანა და გაიხსენა 1980 წელს მოსკოვში ჩატარებული ოლიმპიადა, რომელმაც, მისი სიტყვებით, ქვეყანაში ბევრი მარტოხელა დედის გაჩენა გამოიწვია.

„ეს ბავშვები შემდეგ იტანჯებიან და იტანჯებოდნენ ჯერ კიდევ საბჭოთა ხელისუფლების დროიდან. ბავშვებს მიატოვებენ ხოლმე და ისინი აქ, დედასთან ერთად იტანჯებიან. კარგი შემთხვევაა, თუ ერთი რასის არიან, მაგრამ თუ სხვა რასაა - საერთოდ. ჩვენ ჩვენი ბავშვები უნდა გავაჩინოთ. ამასთან, ნაციონალისტი არ ვარ“, - განაცხადა ტამარა პლეტნიოვამ.

პლეტიონოვას სურს, რომ რუსეთში ოჯახებს რუსეთის მოქალაქეები ქმნიდნენ. მან რუს ქალებს მოუწოდა სიყვარულით იქორწინონ რუსეთის მოქალაქეებზე, შექმნან კარგი ოჯახები, იცხოვრონ მეგობრულად, გააჩინონ და აღზარდონ ბავშვები.

რუსეთში, 11 დიდ ქალაქში, 14 ივნისიდან 15 ივლისამდე მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი გაიმართება. FIFA-ს მონაცემებით, ჩემპიონატის თამაშებზე დასასწრებად ბილეთი მილიონზე მეტმა უცხოელმა გულშემატკივარმა იყიდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]