weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

გვატემალაში კიდევ ერთი ვულკანი ამოიფრქვა

11:54 ხუთშაბათი, 14 ივნისი 2018

ცენტრალური ამერიკის რესპუბლიკა გვატემალაში „ფუეგოს“ შემდეგ მეორე ვულკანმა გაიღვიძა. „პაკაიას“ კრატერიდან ფერფლი ამოიფრქვა და მასიური ღრუბელი წარმოიქმნა, რის გამოც ქვეყანაში „ლა აურორას“ საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა.

„ეს გადაწყვეტილება პრევენციის მიზნით მივიღეთ, რათა მგზავრების სიცოცხლე საფრთხეში არ ჩაგვეგდო“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას სამოქალაქო ავიაციის წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, რომ ეს ქვეყანაში მეორე მოქმედი ვულკანია, რომელმაც გაიღვიძა. 1 კვირის წინ კი, ვულკან „ფუეგოს“ ამოფრქვევის გამო, ქვეყანაში განგაშის წითელი დონე გამოცხადდა და რეგიონი კატასტროფის ზონად იქცა. ბოლო მონაცემებით, „ფუეგოს“ ამოფრქვევას 100 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო რამდენიმე დასახლება სრულიად განადგურებულია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]