weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

გერმანიიდან გასამგზავრებლად ფულადი დახმარება 12 ათასამდე მიგრანტმა მიიღო

10:23 პარასკევი, 06 ივლისი 2018

მიგრანტთა წახალისების პროგრამის ფარგლებში გერმანია საკუთარი ნებით დაახლოებით 12 ათასმა თავშესაფრის მაძიებელმა დატოვა. Deutsche Welle ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდონობით წერს, რომ პროგრამით ძირითადად ავღანეთის, ერაყისა და რუსეთის მოქალაქეებმა ისარგებლეს.

პროგრამა 2017 წლიდან მოქმედებს და გათვლილია იმ მიგრანტებზე, რომელთაც გერმანიაში ლტოლვილის სტატუსის მიღების მცირე შანსი აქვთ. თუ მიგრანტი თავშესაფრის მოთხოვნაზე მის მიერ წარდგენილი განაცხადის განხილვამდე გერმანიიდან გაემგზავრება, 1200 ევროს ოდენობით დახმარებას მიიღებს. 12 წლამდე ასაკის ბავშვებს გერმანიის მთავრობა 600 ევროს უხდის. 2017 წლის განმავლობაში დახმარება გერმანიიდან წასვლის სანაცვლოდ 11618-მა ადამიანმა მიიღო.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ გერმანიის მასშტაბით მიგრანტების სატრანზიტო ცენტრები გაიხსნება, სადაც მცირე დროით ის მიგრანტები იცხოვრებენ, რომლებიც ევროკავშირის სხვა ქვეყნებიდან ჩავლენ გერმანიასა ან ავსტრიაში. შემდეგ კი მათ ევროკავშირის იმ სახელმწიფოში დააბრუნებენ, სადაც პირველად დაარეგისტრირეს. თუ გერმანია და ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყანა ვერ გააფორმებენ შეთანხმებას, რომელიც დაბრუნების პროცედურას არეგულირებს, მიგრანტები გერმანიის საზღვარზე დარჩებიან და ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლას ვერ შეძლებენ.

ივნისის ბოლოს ევროკავშირის ქვეყნები სამიტზე შეთანხმდნენ მიგრანტების ნაკადის შეზღუდვის რიგ ღონისძიებებზე, მათ შორის ევროკავშირის სასაზღვრო სამსახურის - „ფრონტექსის“ უფლებამოსილების გაფართოებაზე, ჩრდილოეთ აფრიკაში მიგრანტებისთვის ბანაკების გახსნაზე და ევროკავშირის ტერიტორიაზე ე.წ. დახურული ბანაკების შექმნაზე, სადაც მიგრანტები იმ დრომდე დარჩებიან, ვიდრე მათი განაცხადის განხილვა არ დასრულდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]