weather cur horoscope tv
მარტი 30, 2024

კრეისერ „ავრორაზე“ მართლმადიდებლური ტაძარი აღადგინეს

12:19 შაბათი, 07 ივლისი 2018

რუსეთში, ქალაქ სანქტ-პეტერბურგში მდგარ კრეისერ „ავრორაზე“ მართლმადიდებლური ტაძარი აღადგინეს. ეკლესიაში ღვთისმსახურება რელიგიურ დღესასწაულებსა და უქმე დღეებში ჩატარდება.

დასავლეთის სამხედრო ოლქის ინფორმაციით, 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ გაუქმებული ტაძრის აღდგენა არქივში დაცული ფოტოებისა და  ნახატების მიხედვით მოხდა.

კრეისერ „ავრორას“ მშენებლობა სანქტ-პეტერბურგში 1903 წელს დასრულდა. გემის ეკიპაჟი სხვადასხვა დროს მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში, რუსეთის სამოქალაქო ომში, პირველ და მეორე მსოფლიო ომებში. 1957 წლიდან გემზე მუზეუმია განთავსებული და გამოცხადებულია რუსეთის კულტურულ მემკვიდრეობად.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]