weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

საუდის არაბეთში ქალებს ნოტარიუსად მუშაობის უფლება მისცეს

10:53 სამშაბათი, 10 ივლისი 2018

საუდის არაბეთის იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ქალებს ნოტარიუსის ლიცენზია მიენიჭათ. ქვეყნის ისტორიაში პირველად ქალებს ამ პროფესიით დასაქმების საშუალება ექნებათ.  

Al Arabiya-ს ინფორმაციით, ქალი ნოტარიუსები კერძო კომპანიებში იმუშავებენ, გასცემენ და გააუქმებენ მინდობილობებს და დაამოწმებენ სხვადასხვა დოკუმენტებს. იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, ლიცენზირებული კერძო ნოტარიუსების რაოდენობა 13 000-ს აჭარბებს. სააგენტო „ფრანს პრესის“ ცნობით, ამ დროისთვის ნოტარიუსის ლიცენზია 12 ქალს აქვს მიღებული. 

ბოლო პერიოდში საუდის არაბეთის მთავრობამ ქალებისთვის დაწესებული მთელი რიგი აკრძალვები გააუქმა. მიმდინარე წლის იანვარში ქალებს სტადიონებზე გამოჩენისა და საფეხბურთო მატჩებზე დასწრების უფლება მისცეს, ივნისიდან კი მათ ავტომობილის მართვის უფლებაც აქვთ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]