weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ე.წ. ქათმის გრიპის გამო ევროკავშირმა რუსეთიდან ფრინველის პროდუქტების შეტანა შეზღუდა

18:18 ორშაბათი, 16 ივლისი 2018

ევროკავშირმა რუსეთიდან ფრინველის ხორცისა და ხორცპროდუქტების შეტანაზე დროებითი შეზღუდვა დააწესა. რია ნოვოსტის ინფორმაციით, შეზღუდვა რუსეთის მთელ რიგ ოლქებში ფრინველის მაღალპათოგენური გრიპის ვირუსის კერების გაჩენას უკავშირდება.

შეზღუდვა შეეხება რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ ფრინველის ხორცის და ფრინველის ხორცის ნახევარფაბრიკატების ყველა მწარმოებელს.

ფრინველის გრიპი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ქათმის გრიპი, ფრინველის ინფექციური ვირუსული დაავადებაა. ვირუსმა შესაძლოა შეიძინოს სახეობათაშორისი ბარიერის გადალახვის უნარი და ადამიანებში გამოიწვიოს უმძიმესი დაავადება მაღალი ლეტალობით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]