weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

მექსიკაში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, 103-ვე ადამიანი გადარჩა

13:07 ოთხშაბათი, 01 აგვისტო 2018

მექსიკაში ჩამოვარდა სამგზავრო თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 99 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი იმყოფებოდა. „ბი ბი სის“ ინფორმაციით, ყველა მათგანი გადარჩა. მგზავრების უმრავლესობამ ჩამოვარდნილი თვითმფრინავიდან გამოსვლა დამოუკიდებლად შეძლო.

მექსიკის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავიაკატასტროფის შედეგად 97 ადამიანი დაშავდა, მათგან ორი მძიმედ. ოპერაცია ჩაუტარდა თვითმფრინავის კაპიტანს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ავიაკომპანია Aeromexico-ს თვითმფრინავი Embraer 190 ქალაქ დურანგოს აეროპორტიდან აფრენიდან მალევე მინდორში ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის მიზეზი სავარაუდოდ ძლიერი ქარი გახდა. შემთხვევის ადგილზე გადაღებული კადრების მიხედვით, ჩამოვარდნის შემდეგ თვითმფრინავს ცეცხლი მოედო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]