weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

სტივენ სიგალი აშშ-ში რუსეთის სპეციალური წარმომადგენელი გახდა

13:29 კვირა, 05 აგვისტო 2018

ამერიკელმა მსახიობმა სტივენ სიგალმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში თანამდებობა მიიღო და აშშ-სთან ჰუმანიტარული კავშირების საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა. მსახიობის მოვალეობა ორ ქვეყანას შორის კულტურის, ხელოვნების და ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამების მიმართულებით ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა იქნება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ აღნიშნული თანამდებობისთვის ფულადი ანაზღაურება გათვალისწინებული არ არის.

„ეს ის შემთხვევაა, როდესაც სახალხო დიპლომატია ტრადიციულ დიპლომატიას ხვდება. სართაშორისო პრაქტიკაში შესაძლოა პარალელის გავლება გაეროს კეთილი ნების ელჩების ფუნქციებთან“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

სიგალმა აღნიშნა, რომ ზემოთჩამოთვლილ საკითხებზე აქამდეც მუშაობდა, თუმცა ისე, რომ ოფიციალური სტატუსი არ ჰქონია.

რუსეთში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა მაიკლ მაკფოლმა სტივენ სიგალის თანამდებობაზე დანიშვნა ერთი სიტყვით - „სასოწარკვეთილი“ - შეაფასა.

სტივენ სიგალმა რუსეთის მოქალაქეობა ორი წლის წინ მიიღო. რუსული პასპორტი მას პირადად ვლადიმერ პუტინმა გადასცა. რუსეთის ფედერაციისა და აშშ-ის გარდა, სიგალი სერბეთის მოქალაქეც არის. 

 

მსგავსი თემა:

სტივენ სიგალი უკრაინაში პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადეს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]