weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

აშშ-მა სკრიპალების საქმის გამო რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

14:41 ხუთშაბათი, 09 აგვისტო 2018

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ აშშ-ის დასკვნით, რუსეთმა ბრიტანეთში მამა-შვილ სკრიპალებზე თავდასხმის დროს ქიმიური იარაღი გამოიყენა, რის გამოც ვაშინგტონმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა.

სანქციები 22 აგვისტოდან ამოქმედდება.

რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკი, ბრიტანული სპეცსამსახურების აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია 2018 წლის მარტში, ქალაქ სოლსბერიში მოწამლეს რუსული წარმომავლობის ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით, „ნოვიჩოკით.“

იულია სკრიპალი სოლსბერის ჰოსპიტალიდან აპრილში გაწერეს, სერგეი სკრიპალი კი - მაისში. მათი ამჟამინდელი ადგილსამყოფელი გასაიდუმლოებულია.

სკრიპალებზე თავდასხმის გამო დიდი ბრიტანეთის მთავრობამ პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]